Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 103³

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 103³. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 120. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

2.საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

3.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

5.საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

6.საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა; გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა; დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული.

7.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.

8.თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.

9.არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

10.არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

11.არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

12.თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

13.საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

14.საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.

15.საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

16.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხორციელდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. 2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო. 4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 5. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ. 6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა; გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა; დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული. 7. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. 8. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს. 9. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. 10. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. 11. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 12. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. 13. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 14. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. 15. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. 16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხორციელდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №82 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2012 – 13 დეკ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 103²შემდეგი მუხლი 104

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №101

  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 77

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 120საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები
  • 112საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვა
  • 121არჩევნების შედეგების შეჯამება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 177საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
  • 5ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება
  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 50საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 72კენჭისყრისა

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

  • 8¹

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 13რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50462313778¹177520212011212172103³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო მნიშვნელობი…