1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე თავის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.
1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე თავის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო
3.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი.ოქმი ამ კანონის 92-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში შეიძლება გაასაჩივროს (გაასაჩივრონ) მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისმა წევრმა (წევრებმა) ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.
4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელ დოკუმენტაციას ცესკო ლუქავს და ინახავს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე − საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე ინახება ცესკოში.
6.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ.
7.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას უფლებამოსილება უწყდება. თავი XVI. საქართველოს პარლამენტის არჩევნები
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით სწორი სპეციალისტის პოვნაში.