Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 189

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 189. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
თემები:საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან 5%-ზე მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ასეთ დაფინანსებას მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დაფინანსების მიღების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 38 დღისა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.

4.საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ შესაბამისი დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

5.თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

7.არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან: ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ; ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.

წინა მუხლი 188შემდეგი მუხლი 190

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 66საარჩევნო
  • 68ანგარიში
  • 67კანონმდებლობა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 30—
  • 25²—
  • 25¹—

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 62ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ
  • 60საარჩევნო / სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები
  • 191არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფის დროებითი წესი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 12არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა. საარჩევნო ფონდი

მაუწყებლობის შესახებ

  • 76¹საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების გამართვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და მაუწყებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი დროებითი წესი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 58²გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
123025²25¹76¹58²576260191666867189
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…მაუწყებლობის შესახებ