საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 203². გარდამავალ პერიოდში ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელება

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცესკო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები და იმ საარჩევნო ოლქების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები მათი გამოყენებით ჩატარდება, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3.ამ მუხლის შესაბამისად არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის შემთხვევაში ცესკოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა.

4.მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის მიზნით ამ კანონის 21-ე მუხლის „დ 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ცესკო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები და იმ საარჩევნო ოლქების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები მათი გამოყენებით ჩატარდება, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის შემთხვევაში ცესკოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა. 4. მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის მიზნით ამ კანონის 21-ე მუხლის „დ 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 1 აგვ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2012 – 1 აგვ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25192192767781707471203²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…რეფერენდუმის შესახებ