Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 60

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 60. კენჭისყრის დრო და ადგილი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2.კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

3.კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.

4.კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების დადასტურების ან გაუქმების შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეჩერებას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დადასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო. კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

5.ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

6.კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

7.აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე. 2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა. 3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის. 4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების დადასტურების ან გაუქმების შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეჩერებას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დადასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო. კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება. 5. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში. 6. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა. 7. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 60¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №101

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 65კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი
  • 64კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა
  • 78კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 24კენჭისყრა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 28კენჭისყრის ჩატარება
  • 27კენჭისყრის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 72კენჭისყრისა
  • 86განცხადებები
  • 78კენჭისყრისა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 81ხმის მიცემა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 90ხმის მიცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28272324819065647872867860
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…