Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 60¹

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 60¹. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 66. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ამ მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით.

2.წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით. ამასთანავე, მათი გამოუცხადებლობა არ არის წილისყრის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

3.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე წერს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. იგი აღნიშნულ ფურცლებს თავისი ხელმოწერით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ფურცლები მაგიდაზე იყრება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ფურცლებს წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების შესაბამისი თანამიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს სათანადო ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს.

4.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან: ა) წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში); ბ) სხვა ფუნქციების შემსრულებელ კომისიის წევრთა გამოსავლენად ატარებს მორიგ წილისყრას, რომლითაც: ბ.ა) შეირჩევა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებასაც ამოწმებს; ბ.ბ) შეირჩევიან ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (შეირჩევა სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც გასცემენ საარჩევნო ბიულეტენსაც ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერისა და სპეციალური ბეჭდით დამოწმების შემდეგ; ბ.გ) შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

5.თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

7.საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში წილისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8.წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე აღნიშნავს.

9.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის დროებით კომისიის სხვა წევრისთვის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. ამ ფუნქციის გადაცემას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე, დროის მითითებით.

10.თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა: ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს/წევრებს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობას ან იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს; ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ანდა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის სხვა წევრს ანიჭებს; გ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ან იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს; დ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას ან საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას თავად ასრულებს.

11.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა იმ საარჩევნო უბანზეც, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 მარ. 2025
წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 61

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-03-06
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 66საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა
  • 73საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
  • 30საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 34საუბნო
  • 77საუბნო
  • 30საუბნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 28კენჭისყრის ჩატარება

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 16სარეფერენდუმო კომისიები

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 10საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29282325161066733034773060¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…