1.კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).
1¹.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. ამ ფურცლებს წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.
2.საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.
3.მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს.
4.გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.
5.პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
5¹.ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 65-ე მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობას, ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.
6.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
7.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
8.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
9.ამ მუხლის მე-5 და 5 1 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).1 1 . საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. ამ ფურცლებს წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.2. საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.3. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს.4. გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.5 1 . ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 65-ე მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობას, ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.6. (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .7. (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .8. (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .9. ამ მუხლის მე-5 და 5 1 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №94 · ძალაშია 6 მარ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.