Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 73

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 73. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ამ ფურცლებს სათითაოდ იღებენ.

3.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა გამოსავლენ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.

4.მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან სიას, ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

5.საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კუთხეს ჩამოაჭრის. გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე პაკეტებად იკვრება. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.

6.პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობასა და ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამისი მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. ამის შემდეგ იგი შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე). 2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ამ ფურცლებს სათითაოდ იღებენ. 3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა გამოსავლენ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან. 4. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან სიას, ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას. 5. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კუთხეს ჩამოაჭრის. გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე პაკეტებად იკვრება. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე. 6. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობასა და ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამისი მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. ამის შემდეგ იგი შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №3

  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71

მიუთითებენ მასზე

მუხლი 47მუხლი 68მუხლი 84მუხლი 87აჭარის ავტონომიური… 54აჭარის ავტონომიური… 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 74საარჩევნო ყუთის გახსნა
  • 66საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა
  • 78კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 28კენჭისყრის ჩატარება

რეფერენდუმის შესახებ

  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 24კენჭისყრა
  • 23კენჭისყრის მოწყობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 72კენჭისყრისა
  • 77საუბნო
  • 34საუბნო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 92ხმების დათვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29282571476884877466785478727773
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026