1. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სააგენტოს მიერ ცესკოსათვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით; გ) არჩევნების მეორე ტურისათვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისათვის აკმაყოფილებს ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია და საჯარო ვერსია) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.
სამართლებრივი რუკა
დააწკაპუნე გასახსნელად
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
2. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს სპეციალურ სიას.
3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.
4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. არჩევნების მეორე ტურისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ პირველი ტურისათვის საარჩევნო ოლქში შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები, თუ ცესკო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილების ვადა აითვლება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.
7. პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის პარტიას ეძლევა უფლება, დანიშნოს კომისიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის პოლიტიკურ პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.
8. თუ პოლიტიკურმა პარტიამ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა იმავე პუნქტით მინიჭებული უფლება, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).
10. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.
11. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.
12. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები. 12 1 . არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი.
13. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.
14. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაციის ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.
15. ამ მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა წარუდგინონ დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები.
16. რეგისტრირებულ მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ამ კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ დამატებითი სიები მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის.
17. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
19. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.
20. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.
21. წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.
22. იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.
23. ცესკო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო, სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება/ვადის დაცვა შეუძლებელია, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.