საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

2.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4.თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5.ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. 2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. 3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. 5. ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 6 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…1623171772027491214137
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…