საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 9. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2.სხვა სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცენ ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია (მონაცემები) ამავე კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

3.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის/პარტიის რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

4.პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

5.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. სხვა სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცენ ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია (მონაცემები) ამავე კანონით გათვალისწინებულ ვადებში. 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის/პარტიის რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. 4. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. 5. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2311113915026471914549
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …თავისუფლების ქარტიაოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს სახალხო და…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა