Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 76⁶

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 76⁶. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 80. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის / არჩევნების აუდიტი →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი ხორციელდება შემდეგი ღონისძიებებით: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს) და ამ აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს, რითაც დასტურდება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით/აპარატებით არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურება და ამ აპარატიდან საწყისი ანგარიშის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ აპარატში სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის შემდეგ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურებამდე ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა ამ აპარატის სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის გარეშე  გააქტიურება; ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს აძლევს მითითებას, რომ მათ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდონ ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად, რომლითაც შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია და ამომრჩეველთა სამაგიდო და კედლის სიები იდენტურია; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ეს საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრების მქონე ლუქებით ლუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ისე ილუქება, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ხელით მოთავსება ან/და საარჩევნო ყუთიდან ხელით ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მოხსნა. ლუქების ნომრები შეიტანება ჩანაწერთა წიგნში; დ) საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს იმის დასტურს, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია („ნულოვანი ამონაწერი“) და ამონაბეჭდს შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს; ე) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ჩანაწერთა წიგნში შესაბამის გვერდზე ხელმოწერებით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვას და „ნულოვან ამონაწერში“ მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია; ვ) საარჩევნო ბიულეტენს დაცვისა და შესაბამის აპარატში გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR-კოდი. საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი მოხელე გადაამოწმებს, იღებს თუ არა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი სპეციალური შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR-კოდის გარეშე საარჩევნო ბიულეტენის ფორმატის ქაღალდს; ზ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველი ხელს აწერს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ქვითრების გადათვლა და მათი რაოდენობის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ საბოლოო ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარება; თ) კენჭისყრის დღეს 10 საათზე, 12 საათზე, 15 საათზე, 17 საათსა და 20 საათზე დგინდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. 12 საათისა და 17 საათის მონაცემები შეიტანება სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში; ი) კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს დაავალებს, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდოს საბოლოო ანგარიში; კ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში არსებული  კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია ინახება ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი შეინახება ჩანაწერთა წიგნში; მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები, რაც იძლევა იმის გადამოწმების შესაძლებლობას, დაითვალა თუ არა საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონულმა მთვლელმა აპარატმა საარჩევნო ბიულეტენები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ნ) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია; ო) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია.

2.ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესს განკარგულებით ადგენს ცესკო. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №3904– ვებგვერდი, 28.12.2023წ.

წინა მუხლი 76⁵შემდეგი მუხლი 76⁷

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 80ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის / არჩევნების აუდიტი
  • 76ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება
  • 78კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 74ელექტრონული
  • 70ზოგიერთი
  • 72კენჭისყრისა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 92ხმების დათვლა

რეფერენდუმის შესახებ

  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 24კენჭისყრა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 28კენჭისყრის ჩატარება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29282524179280767874707276⁶
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…რეფერენდუმის შესახებადგილობრივი წარმომადგე…საჯარო სამართლის იურიდ…