Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებმუხლი 17

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 17. კონტროლი (შემოწმება)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ტელეკომუნიკაციებიბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობაIP დიუ დილიჯენსიპლატფორმის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის მიზნით სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და  შესამოწმებელი საკითხი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლებს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვოს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს შემოწმების შესახებ დასკვნას. დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი მათი განთავსების ადგილზე შემოწმდა; შემოწმებული აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისათვის გამოყენებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (ახსნა-განმარტებების წერილობით მიღების შემთხვევაში დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღინიშნება გამოვლენილი შეუსაბამობა და სხვა დარღვევა; რეკომენდაცია და სახელმძღვანელო მითითება (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა ორი დამსწრის ხელმოწერა.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, სააგენტო შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომერციის წესები და პირობები24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • Google მიმოხილვების მართვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული მტკიცებულებების მოძიება და დამუშავება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 18პასუხისმგებლობა
  • 9კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 44მონიტორინგი და შემოწმება
  • 8¹უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით
  • 8³უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 9¹საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28—

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 21კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 27ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 9შეკვეთა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282114⁷448¹8³9¹2718994317
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომუნიკაცი…ინფორმაციული უსაფრთხოე…სამედიცინო-სოციალური ე…ადამიანის ორგანოთა გად…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025