საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
მუხლი 11
1. ანატომიური ან გონებრივი დეფექტისა და ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის საკომპენსაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, შრომის სპეციალური ან ინდივიდუალური პირობების შექმნის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომლის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან მკვეთრად, შესაძლებელია შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
2. დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხას, რომელთა დროსაც დასაშვებია სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომა, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3074 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი III. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების ვადები
