საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
მუხლი 63
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვეში შეიმუშაოს და მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“ დამტკიცების თაობაზე; დ)(ამოღებულია).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.
3. იმ პირებს , რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე , შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სტატუსი ხელახალ გადამოწმებამდე , მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისისა .
4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4500-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.82
