სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

მუხლი 22

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ დაზარალებულს აქვს ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდის ან აბრკოლებს ნებისმიერი შრომის შესრულებას, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ პირობებშიც კი, უდგინდება პროფესიული შრომის-უნარიანობის დაკარგვა 100 (ასი) პროცენტით.

2.თუ დაზარალებულს შეუძლია შეასრულოს სამუშაო მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა განისაზღვრება არანაკლებ 70 (სამოცდაათი) პროცენტით.

3.თუ დაზარალებულს შრომითი დასახიჩრების შედეგად შეუძლია შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ნაკლები მოცულობით ან კვალიფიკაციის დაქვეითებით და ანაზღაურების შემცირებით, ან მან დაკარგა კვალიფიკაცია, მაგრამ შეუძლია შეასრულოს შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და მცირე ანაზღაურების სხვა პროფესიის სამუშაო, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება 25-დან (ოცდახუთი) 60 (სამოც) პროცენტამდე, სამუშაოს მოცულობის, ანაზღაურების შემცირებისა და კვალიფიკაციის დაქვეითების მიხედვით.

4.თუ დაზარალებულს შეუძლია მუშაობის გაგრძელება თავისი პროფესიით, რასაც თან სდევს ანაზღაურების შემცირება, ან თავისი პროფესიით, მაგრამ წინანდელზე უფრო მეტი დაძაბულობით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დგინდება 25 (ოცდახუთ) პროცენტამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21202640811516964865141422
მნიშვნელობით ახლოსსამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ტერიტორიაზ…საჯარო სამსახურის შესა…სოციალური მუშაობის შეს…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა