სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

მუხლი 26

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას დაზარალებულის გადამოწმება დაწესებულებაში ხდება 6 თვის ანდა 1 ან 2 წლის შემდეგ, შრომითი დასახიჩრების ხასიათისა და სამედიცინო, სოციალური, შრომითი რეაბილიტაციის შედეგად შრომისუნარიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2.პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დგინდება: ა) თუ შრომითი დასახიჩრების შედეგები იძლევა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენის საფუძველს, ან პროფესიული შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვა განპირობებულია შრომითი დასახიჩრებით გამოწვეული მყარი, შეუქცევადი შედეგებით და არ იძლევა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს; ბ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირზე, გარდა კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზისა, როცა სახეზეა შრომითი დასახიჩრების შედეგად განპირობებული ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის გადამოწმება, რომელსაც პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), ხდება მისივე განცხადების საფუძველზე ან არასწორი, დაუსაბუთებლად გამოტანილი საექსპერტო დასკვნის გამოვლენისას (მათ შორის, თუ საექსპერტო დასკვნა გამოტანილია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც ადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო). საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 თავი VI. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    26-ე მუხლში სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების წარმართვა პროფესიული განვითარების საბჭოს ნაცვლად მიბმულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებზე.

  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    26-ე მუხლის პირველ პუნქტში გადამოწმება ბიუროს ნაცვლად დაწესებულებაში ხდება, ვადების ჩამონათვალში დაემატა „ანდა“, ხოლო VI თავს ახალი სათაური აქვს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
702520211305415417 (დ…1115 (და…24226
მნიშვნელობით ახლოსსამედიცინო-სოციალური ე…საექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს სისხლის სა…საყოველთაო ჯანდაცვაზე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა