დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 14. დასაქმება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის დასაქმებისას გაითვალისწინება: ა) პირის განათლება, მის მიერ გავლილი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი და მისი პროფესიული გამოცდილება; ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად; გ) მგზავრობის დრო. პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მისი თვიური შრომის ანაზღაურების 15 პროცენტს, ხოლო ორივე მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა − 3 საათს; დ) სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება. იგი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს.

2.პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასაქმებაზე ორჯერ დაუსაბუთებლად უარის თქმა ამ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია.

3.პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უარის თქმის დროს დაუსაბუთებლად უარის თქმად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოებები: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) პირისთვის ვაკანსიის ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შეთავაზება; გ) პირის მიერ 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვანზე ან ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ზრუნვა; დ) პირის პროფესიული მომზადების კურსში მონაწილეობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის დასაქმებისას გაითვალისწინება: ა) პირის განათლება, მის მიერ გავლილი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი და მისი პროფესიული გამოცდილება; ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად; გ) მგზავრობის დრო. პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მისი თვიური შრომის ანაზღაურების 15 პროცენტს, ხოლო ორივე მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა − 3 საათს; დ) სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება. იგი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს. 2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასაქმებაზე ორჯერ დაუსაბუთებლად უარის თქმა ამ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია. 3. პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უარის თქმის დროს დაუსაბუთებლად უარის თქმად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოებები: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) პირისთვის ვაკანსიის ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შეთავაზება; გ) პირის მიერ 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვანზე ან ნებისმიერი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ზრუნვა; დ) პირის პროფესიული მომზადების კურსში მონაწილეობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
283632834 (და…7 (და…11241561112914
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს შრომის კოდ…ადმინისტრაციული ხელშეკ…პენიტენციური კოდექსიშრომის უსაფრთხოების შე…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა