Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებმუხლი 6

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019
თემები:დაზღვევაპიროვნული დაზიანებაპროფესიული შეცდომატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით; ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში: ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით; ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით; ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით.

4.სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის/შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველები თავისუფლდებიან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

6.თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.

7.თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო შემთხვევის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო პრეტენზიებისერვისის გვერდი
  • სასამართლო დავები სადაზღვევო კომპანიებთანსერვისის გვერდი
  • ტელემედიცინის დაზღვევის საკითხისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-12-19 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 7სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის
  • 9სადაზღვევო ანაზღაურება
  • 5სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 11—

პოლიციის შესახებ

  • 51სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება

საზღვაო კოდექსი

  • 268—
  • 262—

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 65სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 826სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
  • 827შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18³სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
268262826827111718³51795656
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…პოლიციის შესახებსაზღვაო კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2019