1.გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.
2.გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; ბ) მონიტორინგი; გ) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება; დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ვ) კონტროლი; ზ) რევიზია; თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – რეგულირების სააგენტო, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

