პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა

რედაქცია №12კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

2.კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით.

3.ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

4.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

6.ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა   გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით. 2. კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით. 3. ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 4. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. 6. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 5 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
213435153⁷153⁸165¹⁸1113¹¹23981012 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ადმინისტრა…რეკლამის შესახებსაქართველოს საარჩევნო …შრომის უსაფრთხოების შე…