პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). ანგარიშვალდებული საწარმოსა და სხვა პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა

რედაქცია №12კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

2.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს საწარმოს დაჯარიმებას, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომში – სდპ) სტატუსის შესაბამისად: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის (ხუთასი) ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) საწარმოსი (მიუხედავად ზომითი კატეგორიისა), რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე განთავსებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში)“.

3¹.ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საწარმოს მიმართ გამოიყენოს დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.

3².ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნახევარ-წლიური და მიმდინარე ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4.(ამოღებულია - 31.03.20, №61/04).

5.(ამოღებულია - 31.03.20, №61/04).

6.პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

7.პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

8.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

9.„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

10.(ამოღებულია - 31.03.20, №61/04). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 მარტის ბრძანება №61/04 - ვებგვერდი, 31.03.2020 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. 2. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ   ვადაში   ან/და   დადგენილი   წესით/ფორმით წარუდგენლობა ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს საწარმოს დაჯარიმებას, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომში –  სდპ) სტატუსის შესაბამისად: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის (ხუთასი) ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და   სდპ-ისა –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) საწარმოსი (მიუხედავად ზომითი კატეგორიისა), რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე   განთავსებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები – 10  000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (მხოლოდ „ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ   ვადაში   ან/და   დადგენილი   წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში)“. 3 1 . ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საწარმოს მიმართ გამოიყენოს დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. 3 2 . ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნახევარ-წლიური და მიმდინარე ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. 4. (ამოღებულია - 31.03.20, №61/04). 5. (ამოღებულია - 31.03.20, №61/04). 6. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 7. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 8. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით. 9. „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით. 10. (ამოღებულია - 31.03.20, №61/04). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 მარტის ბრძანება №61/04 - ვებგვერდი, 31.03.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 5 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
95555¹164⁴44⁹37⁴279¹288²13⁹2623753 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…შრომის უსაფრთხოების შე…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…