ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

მუხლი 5. ტოპოლოგიის ორიგინალობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის თანახმად რეგისტრირდება ორიგინალური ტოპოლოგია.

2.ტოპოლოგია ორიგინალურია, თუ ის შეიქმნა ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ იყო საყოველთაოდ ცნობილი შექმნის თარიღისათვის.

3.ტოპოლოგია, რომელიც შედგება მისი შექმნის თარიღისათვის ცნობილი ელემენტებისაგან, ითვლება ორიგინალურად, თუ წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგს და მთლიანობაში არ არის ცნობილი.

4.ტოპოლოგია ორიგინალურად ითვლება საპირისპიროს დამტკიცებამდე.

5.ტოპოლოგიის გამოყენება ტოპოლოგიის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ, რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის მოწმობის მიღების უფლება აქვს), ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც აღნიშნული ტოპოლოგია ავტორისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გახდა ხელმისაწვდომი, განაცხადის მიწოდების თარიღამდე 2 წლის განმავლობაში არ მოქმედებს ტოპოლოგიის ორიგინალობაზე. სხვა შემთხვევაში ტოპოლოგია არ მიიჩნევა ორიგინალურად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1228186879101132015²5
მნიშვნელობით ახლოსინტეგრალური მიკროსქემი…საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …კულტურული მემკვიდრეობი…ცხოველთა და მცენარეთა …ინოვაციების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა