ინოვაციების შესახებ

მუხლი 15². ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაურისალომე კობერიძე

1.სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.

2.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3.სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი: ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2023 – 27 ივნ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 1 ივნ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
512105 (და…1615¹15⁸15³305 (და…6 (და…2 (და…15²
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…საქართველოს საპატენტო …ინვესტიციების სახელმწი…უცხოელთა და მოქალაქეობ…ფუნდამენტური კვლევების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა