საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 12. გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილინინო ლიპარტიანინო ბაზიკოშვილი

1.პატენტი გაიცემა ტექნიკის ნებისმიერ დარგში ისეთ გამოგონებაზე, რომელიც აკმაყოფილებს გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.

2.გამოგონებას აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.

3.გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.

4.გამოგონებას აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.

5.ტექნიკის დონეს მიეკუთვნება/განსაზღვრავს ყველა მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.

6.სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი და ყველა ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლებისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ ამ განაცხადებს აქვს იმ განაცხადზე უფრო ადრინდელი პრიორიტეტი, რომლის სიახლეც დგინდება, და აღნიშნული განაცხადები ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ გამოქვეყნდა.

7.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ტექნიკის დონისთვის მიკუთვნებული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.

8.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში სპეციფიკურად გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი სპეციფიკური გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა უნდა დაასაბუთოს მოსარჩელემ პატენტის ბათილად ცნობის მოთხოვნისას?

    მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის სასარგებლო მოდელზე გაცემული პატენტის ბათილად ცნობას პატენტუნარიანობისა და აღწერის სისრულის საფუძვლით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პატენტის ბათილობის საფუძველი და ვერ დაასაბუთა დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სასამართლომ ასევე განმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრეიუდიციული მოქმედების ფარგლები. საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვის შემდეგ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ-ის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არღვევს თუ არა სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლებას?

    გ. კ-ა მოითხოვდა პატენტით დაცული ობიექტების გამოყენებით მიღებული მოგებიდან 50000 ლარის გადახდას ან აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანას, ხოლო შპს სადავო პატენტებში სადგურზე დანერგვის მითითების გაუქმებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლების დარღვევას არ წარმოადგენს და პატენტმფლობელის უფლებები პატენტის ტექსტში დანერგვის ადგილის მითითებაზე დამოკიდებული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ შესამოწმებელია მხარეთა უფლებები სამსახურებრივი ობიექტის მიმართ და შესაფასებელია მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პატენტი გაიცემა ტექნიკის ნებისმიერ დარგში ისეთ გამოგონებაზე, რომელიც აკმაყოფილებს გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. 2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 4. გამოგონებას აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება. 5. ტექნიკის დონეს მიეკუთვნება/განსაზღვრავს ყველა მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად. 6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი და ყველა ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლებისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ ამ განაცხადებს აქვს იმ განაცხადზე უფრო ადრინდელი პრიორიტეტი, რომლის სიახლეც დგინდება, და აღნიშნული განაცხადები ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ გამოქვეყნდა. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ტექნიკის დონისთვის მიკუთვნებული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხერხებში სპეციფიკურად გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მისი სპეციფიკური გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    მე-7 პუნქტში არასაჯარო განაცხადების მონაცემების შესახებ წესი შეიცვალა მე-5 და მე-6 პუნქტებიდან გამონაკლისით ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობაზე მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ხერხებში გამოსაყენებლად. მე-8 პუნქტი, რომელიც ამოღებული იყო, ახლა იგივე გამონაკლისს ადგენს სპეციფიკური გამოყენების შემთხვევისთვის.

  2. მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებში ტერმინი „პრიორიტეტის დადგენის თარიღი“ შეიცვალა ტერმინით „პრიორიტეტის თარიღი“; საგამომგონებლო დონისა და ტექნიკის დონის წესები არსობრივად იგივეა.

  3. მე-5 პუნქტში ტექნიკის დონე განისაზღვრა პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით; მე-6 და მე-7 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა განაცხადების გათვალისწინების წესებით, ხოლო მე-8 პუნქტი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17351946¹2312561915¹63 (და…2 (და…12
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებინოვაციების შესახებცხოველთა და მცენარეთა …ინოვაციური სტარტაპის ს…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა