ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

მუხლი 8. განსაკუთრებული უფლების ფარგლები და დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტოპოლოგიის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ტოპოლოგია ან აკრძალოს მისი გამოყენება. ამასთან, განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის განხორციელების იდეაზე, ხერხზე, სისტემაზე, ტექნოლოგიაზე ან კოდირებულ ინფორმაციაზე.

2.ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნევა შემდეგ ქმედებათა უნებართვო განხორციელება: ა) მთლიანად ტოპოლოგიის ან მისი ნაწილის (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არ არის ორიგინალური) ასლის გადაღება მის საფუძველზე იმს-ის შექმნის ან სხვა მიზნით; ბ) ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის გამოყენება, იმპორტირება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან სამეურნეო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4868⁵526101514183752630¹8
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტეგრალური მიკროსქემი…საქართველოს საპატენტო …საავტორო და მომიჯნავე …დიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა