1.ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:
ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ;
ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;
ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.
2.უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ;ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ;ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2027ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში წინადადებების ადრესატად დარჩა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და ფორმულირება „შეიტანონ“ შეიცვალა „წარუდგინონ“-ით.
მნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…გარემოს დაცვის შესახებრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს კონსტიტუცი…ცხოველთა სამყაროს შესა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა