ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 5¹. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანესტან ანანიძელექსო სვიმონიშვილი

1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2.ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.

3.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. თავი II. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. თავი II. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2021 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 9 დეკ. 1999 – 1 ივნ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
272044¹82953429112621¹2 (და…8¹5¹
მნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…შენობების ენერგოეფექტუ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა