ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 7¹. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელისა და სერტიფიცირებული პირის უფლება-მოვალეობები და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის   მინიმუმამდე   შესამცირებლად   უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.

3.სერტიფიცირებული პირი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი მომსახურების დროს ამ მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს აღნიშნული ნივთიერება.

4.ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1663 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი III. კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის   მინიმუმამდე   შესამცირებლად   უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება. 3. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი მომსახურების დროს ამ მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს აღნიშნული ნივთიერება. 4. ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1663 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი III. კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 9 დეკ. 1999 – 14 დეკ. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹54¹543882⁴79⁴8229114 (დ…12 (დ…68347¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…ნარჩენების მართვის კოდ…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა