რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 34. იძულებითი ღონისძიებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების ან/და შეზღუდვების დარღვევის ან არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში.

2.საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სარეგისტრაციო ან სალიცენზიო, ან სანებართვო პირობის ან/და შეზღუდვების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.

3.მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად ადგენს გონივრულ ვადას და წერილობით ატყობინებს დამრღვევს.

4.მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები/შეზღუდვები ან/და გაუუქმოს რეგისტრაცია ან/და ლიცენზია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმებს, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესებს ამტკიცებს მინისტრი.

6.არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების ან/და შეზღუდვების დარღვევის ან არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში. 2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სარეგისტრაციო ან სალიცენზიო, ან სანებართვო პირობის ან/და შეზღუდვების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. 3. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად ადგენს გონივრულ ვადას და წერილობით ატყობინებს დამრღვევს. 4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები/შეზღუდვები ან/და გაუუქმოს რეგისტრაცია ან/და ლიცენზია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმებს, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესებს ამტკიცებს მინისტრი. 6. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61013⁶24 (დ…8 (და…23 (დ…1531521135302634
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს გარემოს და…ეროვნული მარეგულირებელ…ენერგეტიკისა და წყალმო…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა