საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 79⁴. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“  მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომ − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება ან დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

2.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ.

3.მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 300 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ.

4.მაცივარაგენტის კონტეინერისა და მის შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე ან/და შეფუთვაზე 100 ლარით, კონტეინერისა და მისი შიგთავსის კონფისკაციით ან უამისოდ.

5.მაცივარაგენტის კონტეინერის შეფერილობის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე 25 ლარით.

6.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

7.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღისა და ობიექტის კონფისკაციით. შენიშვნა:

1.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2.ნებართვის მფლობელის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში აღნიშნული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

3.ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები (გარდა კვოტირებული ნივთიერებებისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სამართალდამრღვევის ხარჯით იქნება გატანილი.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელებაზე.

5.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან და რომელზედაც გაცემულია შესაბამისი ნებართვა. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №544 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივლ. 2023 – 2 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    79⁴ მუხლს დაემატა შენიშვნა ჯარიმის გასამმაგებისა და ცხრამაგების შესახებ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹2322082192222393879⁵155¹156³40¹4017116817079⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ატმოსფერული ჰაერის დაც…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა