1.მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას.
3.საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა ნივთიერების წარმოება და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტის (გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის იმპორტისა) განხორციელება.
4.მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
5.საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6.მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
7.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის, გარდა სერტიფიცირებული პირის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ამოღების/შეცვლის/დამატების მომსახურების გაწევისას შეძენისა/გასხვისებისა.
8.მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების კონფისკაციის შემთხვევაში მას განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას.2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 7 2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება ხორციელდება სეს ესნ-ის გამოყენებით.3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა ნივთიერების წარმოება და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტის (გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის იმპორტისა) განხორციელება.4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.6. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის, გარდა სერტიფიცირებული პირის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ამოღების/შეცვლის/დამატების მომსახურების გაწევისას შეძენისა/გასხვისებისა.8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების კონფისკაციის შემთხვევაში მას განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №25 · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
6 ივლ. 2023 – 1 იან. 2024ტექსტი უცნობია
14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
მე-5 პუნქტში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმის წყარო პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ნაცვლად მთავრობის დადგენილებაა შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ნებართვის წესისა და სიის შესახებ.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
მე-3 პუნქტში აკრძალვა ახლა მოიცავს ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოებას და A და B დანართების ნივთიერებების მოხმარებას; მე-4 პუნქტში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 25 მაი. 2012
პირველი და მე-2 პუნქტების შეერთების ადგილას ამოღებულია იდენტიფიკაციისა და საბაჟო სტატისტიკის ნორმა და იმპორტ-ექსპორტ-ტრანზიტის ნებართვის წინადადება; მე-4 პუნქტში სამინისტროს დასახელება შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007
მე-2 პუნქტში ოზონდამშლელი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი დაექვემდებარა ნებართვას. მე-4 და მე-5 პუნქტებში შეიცვალა სამინისტროს სახელწოდება, დაემატა ოქმის თარიღი და დებულების ახალი სახელწოდება.