შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 24. აღმასრულებელი ხელისუფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2.უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

3.უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54139¹18775908322252124
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს მთავრობის …ბავშვის უფლებათა კოდექ…კულტურის შესახებსამედიცინო-სოციალური ე…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა