Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 3

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლიკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემალიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულებასააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵1⁶1⁷23

1.ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).

1¹.აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

1².აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს − ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით.

1³.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

1⁴.აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

1⁵.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას.

1⁶.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა , რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

1⁷.აღსრულების ეროვნული ბიურო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას.

2.(ამოღებულია).

3.ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III 2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1914 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.224 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3598- სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.350 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3970- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.434 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3159 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7172  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №100 · ძალაშია 1 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  2. 6 აგვ. 2018

    მე-3 მუხლს დაემატა 1⁷ პუნქტი, რომელიც ბიუროს ავალდებულებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვა უზრუნველყოს.

  3. 29 დეკ. 2015
  4. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მონაცემთა ბაზის განმარტებას ნოტარიუსები დაემატა სააგენტოსა და საკონსულო დაწესებულებებთან ერთად.

  5. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    მე-3 მუხლს დაემატა 1⁶ პუნქტი, რომლის მიხედვით ბიურო ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ საქმიანობასაც.

  6. 17 მაი. 2012

    მე-3 მუხლის 1³ პუნქტში ბიუროს მიერ პირის მიმართვით გასაწევი მომსახურება ახლა ჩამოყალიბებულია როგორც „შეფასების მომსახურება“, ქონებისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მითითების გარეშე.

  7. 1 აპრ. 2012· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  8. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს; ლიცენზიისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება ამოღებულია.

  9. 16 იან. 2012
  10. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    3 მუხლს დაემატა 1⁵ პუნქტი, რომლითაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეძლევა ხელშეკრულებების დადების, მესამე პირთა მომსახურებით სარგებლობისა და ფუნქციების შესასრულებლად სხვა მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება.

  11. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა 1²–1⁴ პუნქტები ბიუროს ახალი უფლებამოსილებების (მიწის ნაკვეთის განსაზღვრა და რეგისტრაცია, ქონების შეფასება, მეურვისა და გაკოტრების მმართველის ფუნქცია, სააუქციონო მომსახურება) შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტი დაკონკრეტდა იძულებით აღსრულებაზე.

  12. 10 მარ. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო საგადასახადო ორგანოსთან ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების მთელ რიგ მოქმედებებს.

  13. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  14. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო დაწესებულებებად დასახელდა აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო ბიუროები და საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული ორგანოები. მე-2 პუნქტით ბიუროების სისტემას განსაზღვრავს ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.

  15. 22 დეკ. 2010

    მე-3 მუხლის პირველი პუნქტით იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო მე-2 პუნქტი ამოღებულია.

  16. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
  17. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მთავრობის დადგენილებაზე მითითება საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილიდან მთლიან 88-ე მუხლზე გადავიდა.

  18. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 1 დეკ. 2009

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სახელმწიფო ორგანოების (სტრუქტურული ერთეულების) განმსაზღვრელი აქტი ფინანსთა მინისტრის ბრძანებიდან მთავრობის დადგენილებად შეიცვალა.

  19. 19 ნოე. 2009

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებაში სახელმწიფო ორგანოების განმსაზღვრელი აქტი საქართველოს მთავრობის დადგენილების ნაცვლად ახლა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა.

  20. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  21. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-2 პუნქტში პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოების განმსაზღვრელი აქტის სახე შეიცვალა: ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანების ნაცვლად ახლა მთავრობის დადგენილებაა.

  22. 27 ივლ. 2002· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2002

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო დაწესებულებებს დაემატა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული); მე-2 პუნქტით ეს ორგანო განისაზღვრება ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2¹შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ფართებიდან იძულებითი გამოსახლება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ორგანოების ჯარიმების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილების აღსრულება (დემონტაჟი, შეჩერება)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 22 ცვლილება · ბოლო 25 სექ. 2020
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 23 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14⁶მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 5სააღსრულებო ბიურო
  • 4აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 62აღსრულების ქვემდებარეობა

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

მობილიზაციის შესახებ

  • 7აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7214⁶2554622412422387733233
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…არასრულწლოვანთა მართლმ…ადმინისტრაციული სახდელ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026