მუხლი 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ 1. სახელმწიფო რეზერვის სისტემის მართვა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებული კომპეტენცია. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნას, შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს და სახელმწიფო რეზერვის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მეშვეობით.
2.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისაგან გამოითხოვოს მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის.
3.სახელმწიფო რეზერვის ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობს საქართველოს სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დებს შესაბამის უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას.
5.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის მართვის სფეროში: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს და დებს მასთან ხელშეკრულებას; ბ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს; გ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7.სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.
8.სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I, №33, 01.0 7.2005 წ., მუხ. 202 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1679 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4070 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ 1. სახელმწიფო რეზერვის სისტემის მართვა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებული კომპეტენცია. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნას, შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს და სახელმწიფო რეზერვის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მეშვეობით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისაგან გამოითხოვოს მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის. 3. სახელმწიფო რეზერვის ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობს საქართველოს სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დებს შესაბამის უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისამსახურისმიმართვის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას. 5. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის მართვის სფეროში: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს და დებს მასთან ხელშეკრულებას; ბ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს; გ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 6. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საგანგებოსაქართველოსსიტუაციებისშინაგანმართვისსაქმეთასამსახურისმინისტრი.უფროსი.სახელმწიფოსახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას. 8. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხას საგანგებოსაქართველოსსიტუაციებისშინაგანმართვისსაქმეთასამსახურისსამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის ივნისის კანონი № 1608 №1608 - სსმ I, № 33 , 01 . 0 7 . 200 5 №33, 01.0 7.2005 წ., მუხ.202 საქართველოს 2017 წლის 7დეკემბრისკანონი №1679–ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27ივნისისკანონი №2611 – ვებგვერდი,06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4070 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.28.12.2018წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აპრ. 2011 – 8 ოქტ. 2013ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…შეზღუდული შესაძლებლობი…მობილიზაციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…საგზაო მოძრაობის შესახ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა