Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 76

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 76. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

2.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.

3.საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

4.ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

6.გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

7.უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 თავი XV ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №105 · ძალაშია 15 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 იან. 2012 – 1 თებ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №296

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 16 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16სისხლის სამართლის … 16

მიუთითებენ მასზე

მუხლი 73¹მუხლი 74

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 71სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
  • 74სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო
  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 36არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
  • 35არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
  • 95არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 284ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
  • 269გამამტყუნებელი განაჩენი

ამნისტიის შესახებ

  • 7
  • 4

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 4ვადის ათვლა

ამნისტიის შესახებ

  • 9

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
741673¹717228426916363595474976
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026