Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 71

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 71. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებიარასრულწლოვანთა სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹678

1.პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ 1 ) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–342 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; გ 2 ) ოცი წელი ამ კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

2.ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.

3.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

4.საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

5.ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5¹.ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 144 1 −144 ​3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ასევე ამავე კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული და რომლის ჩადენას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

6.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

7.გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

8.„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების საქართველოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გადმოგზავნისას საქართველოში პროცესის მწარმოებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №59 - ვებგვერდი, 13.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4224 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3887 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი XIV სასჯელისაგან გათავისუფლება

წინა მუხლი 70¹შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (მუხლი 408)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება / ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 141მუხლი 16მუხლი 255²მუხლი 3მუხლი 342¹მუხლი 42სისხლის სამართლის … 16სისხლის სამართლის … 42

მიუთითებენ მასზე

ამნისტიის შესახებ 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 76სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
  • 68სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო
  • 146უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 35არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
  • 36არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო

ამნისტიის შესახებ

  • 1—
  • 2—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 7—
  • 4—

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 24ხანდაზმულობის ვადა

ამნისტიის შესახებ

  • 9—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14116255²3342¹427668164235125271
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…ამნისტიის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026