ამნისტიის შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ვადის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

2.ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ძირითად სასჯელზე, დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

3.ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ, რომელსაც საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად შეუმცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოითვალოს შემცირებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადიდან.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №1139აპ-222023-01-3149
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა

    საკასაციო პალატამ განიხილა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის დანიშნული პირობითი სასჯელის დამძიმების მოთხოვნა. პალატამ პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა, რადგან ამნისტიით გათვალისწინებული 75 დღით შემცირება პირობით სასჯელზე არ ვრცელდებოდა. საბოლოოდ ძალაში დარჩა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №1881-242024-12-0649
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, როგორ უნდა ასახულიყო 2024 წლის ამნისტია განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელში შემავალ ნარკოტიკული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე. პალატამ გაანახევრა ამ დანაშაულისათვის ერთობლივ სასჯელში დამატებული 1 წელი და 5 თვე, საჩივარი დააკმაყოფილა და საბოლოო სასჯელი განსაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ცნობად მიიღო, რომ 2022 წლის ამნისტიის საფუძველზე მოსახდელი ნაწილი 75 დღით უკვე შემცირებული იყო.

  • №1441-242024-11-2532
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიიდან გამორიცხული დანაშაული

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა 2024 წლის ამნისტია მსჯავრდებულის 2017 წლის განაჩენზე და შეიძლებოდა თუ არა ამ საჩივრის ფარგლებში ნასამართლობის მოხსნა. პალატამ დაადგინა, რომ მითვისების ან გაფლანგვის შესაბამისი შემადგენლობა ამნისტიიდან გამორიცხული იყო, ხოლო ნასამართლობის მოხსნას ცალკე წესი აქვს. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება, რომლითაც მოგვიანებით დანიშნული სასჯელი ამნისტიით 5 წლამდე და 10 თვემდე შემცირდა.

  • №541-222022-11-2451
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელება სასჯელზე

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, როგორ უნდა გავრცელდეს ამნისტია იმ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელზე, რომლის ნაწილიც შემდგომი განაჩენებით განსაზღვრულ ერთობლივ სასჯელში შევიდა. პალატამ დაადგინა, რომ შეღავათი ვრცელდება საბოლოო სასჯელში ამ დანაშაულის პროპორციულ წილზე, და მსჯავრდებული გაათავისუფლა ერთი თვითა და თხუთმეტი დღით თავისუფლების აღკვეთისგან. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თერთმეტი წლით, ათი თვითა და ოცდაორი დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №481-222022-09-2929
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელება დამატებით სასჯელზე

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა 2022 წლის ამნისტია 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის დამატებით სასჯელად დანიშნულ და აღუსრულებელ ჯარიმაზე. პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებული ამ ჯარიმისგან უნდა გათავისუფლებულიყო. საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული 8500 ლარის ჯარიმის მოუხდელი ნაწილისგან გათავისუფლდა; სასჯელის სხვა ნაწილებისგან გათავისუფლების შესახებ განჩინება უცვლელი დარჩა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
727371118211584239657
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა