Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 65

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 65. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება: ა) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დროებით (1 წლამდე ვადით) შეუსაბამოდ არის ცნობილი; ბ) პირს, რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით); გ) პირს, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) პირს, რომელიც არის: დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე; დ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა სრულად დისტანციური სწავლების ფორმით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე; ე) პირს, რომელიც არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე; ვ) პირს, რომელიც არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი, − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, თუ არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ზ) პირს, რომელიც არის აპლიკანტი, − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; თ) პირს, რომელიც არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, − 20 წლამდე; ი) პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, − ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; კ) პირს, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ გამოცდაზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე რეგისტრაციის შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ლ) პირს, რომელმაც აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას, − აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდეგ − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; მ) პირს, რომელიც უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე, − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ნ) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე; ო) პირს, რომელსაც ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; პ) პირს, რომლის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა; ჟ) პირს, რომელიც დედის ან მამის ერთადერთი შვილია; რ) პირს, რომელიც მუშაობს სოფელში ექიმად ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლად; ს) პირს, რომელსაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა; ტ) პირს, რომელსაც ჰყავს ერთი შვილი, − შვილის შეძენის დღიდან 3 წლის ვადით; უ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ახორციელებს პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; ფ) პირს, რომელიც არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან რომლის მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება; ქ) პირს, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი; ღ) პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში და ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ დაწესებულებაში გაწვეული წვევამდელი ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებამდე; ყ) პირს, რომლის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, − აღნიშნული მსჯავრის დასრულებამდე; შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, − ამ პროგრამის გავლის პერიოდში; ჩ) პირს, რომელმაც გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების მისანიჭებლად გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, მას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა არ გადაუვადდება, თუ მისი ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ისეთი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო, რომლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა.

5.წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4301 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 26 ივნ. 2025

    65-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ახლა ფარავს სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირებსაც.

  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023
  4. 4 ივლ. 2024

    65-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი სტუდენტების გადავადების შესახებ, ხოლო „კ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის სხვადასხვა შემთხვევისთვის გადავადების ვადები ცალ-ცალკეა განსაზღვრული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გაწვევის გადავადება და გათავისუფლებასერვისის გვერდი
  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41მუხლი 72

მიუთითებენ მასზე

მუხლი 178მუხლი 186მუხლი 41მუხლი 72მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 72წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი
  • 64წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 30სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
  • 20გაწვევის საფუძველი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 17არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა
  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³17302023²30¹18417217818675626414565
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო ვალდებულებისა…საქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026