Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 44

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 44. ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:პაციენტის უფლებებიჯანმრთელობის მონაცემებიმედიკამენტების რეგულირებატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დაუშვებელია ბავშვის ფსიქიატრიული მკურნალობა ბავშვის მონაწილეობისა და მისი აზრის მოსმენის გარეშე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2.ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმოკლესი ვადით. ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა გრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3.ბავშვის მიმართ მედიკამენტური ან სხვა სამედიცინო ღონისძიების გამოყენება თერაპიულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალისტის მიერ შეფასებისა და დანიშვნის გარეშე.

4.სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პროცესში ბავშვის უშუალო მონაწილეობა და მისი აზრის სათანადოდ გათვალისწინება, აგრეთვე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მონაწილეობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის მიზნით.

5.ბავშვს უფლება აქვს, უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს კონფიდენციალურ და მიუკერძოებელ ორგანოს შესაბამის დაწესებულებაში ყოფნისას მისი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ორგანო უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებისგან ან მისი ზემდგომი დაწესებულებისგან დამოუკიდებელი.

6.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის არანებაყოფლობით ან იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასა და სამედიცინო კვლევას ახორციელებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართლებრივი საკითხები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ორფანული წამლის ცდასერვისის გვერდი
  • ტელეფსიქიატრიის რეგულირებასერვისის გვერდი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 26ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა
  • 53ძალადობისგან ბავშვის დაცვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁹არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351¹⁷არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 82არასრულწლოვნის მკურნალობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁹21¹⁸21¹⁷171822351¹⁷48215265344
მნიშვნელობით ახლოსფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს ადმინისტრა…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…ტუბერკულოზის კონტროლის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026