უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 64¹. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

2.დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3.დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. [ 4. თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება დროებითი განთავსების ცენტრში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 3. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. [ 4. თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება დროებითი განთავსების ცენტრში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025

    ახალი 64¹ მუხლი ითვალისწინებს უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებას არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, მის უფლება-მოვალეობებს შინაგანაწესის მიხედვით და გაძევებასთან დაკავშირებული გასაუბრების ჩატარებას იზოლატორში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²21¹²⁵21¹²⁴21¹¹⁹307¹4¹6464²661087964¹
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა