საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁷³. სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუ სააგენტომ მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2.შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუ სააგენტომ მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი. 2. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №81 · ძალაშია 21 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 21 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁹⁵21⁹⁸21⁷²14⁷2070182322134561621⁷³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებკონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომერციის …საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა