Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებმუხლი 20

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:ოჯახის გაერთიანებავიზაზე უარი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³2⁴2⁵3455¹678910

1.ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.

2.ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობას დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს.

2¹.(ამოღებულია - 30.03.2021, №422).

2².ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით.

2³.ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ: ა) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და მისი პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით; ბ) იგი დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.

2⁴.ამ მუხლის 2 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობისას შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.

2⁵.სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3.შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ბ) 18-დან 27 წლამდე პირისთვის − სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4; დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

5¹.მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6.ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ ცნობის წარდგენას.

7.უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.

10.თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.265 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1389-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.107 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2320-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.352 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3356-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.256 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4050-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.494 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 2 5 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3396 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4მარტის კანონი №4844 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №422 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3528 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №716 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს. 2. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობას დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს. 2 1 . (ამოღებულია - 30.03.2021, №422). 2 2 . ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით. 2 3 . ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ: ა) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და მისი პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით; ბ) იგი დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. 2 4 . ამ მუხლის 2 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობისას შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე. 2 5 . სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას. 3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ბ) 18-დან 27 წლამდე პირისთვის − სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4; დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 5 1 . მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2 3 –2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 6. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ ცნობის წარდგენას. 7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ. 10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.265 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1389-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.107 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2320-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.352 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3356-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.256 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4050-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.494 საქართველოს 2011 წლის  24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის  2 5 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს  2015  წლის  20  მარტის  კანონი  №3396 –  ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4მარტის კანონი  №4844  - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2021 წლის 30  მარტის კანონი №422 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3528 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025  წლის 24 ივნისის  კანონი №716  – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025
  2. 12 ოქტ. 2023
  3. 1 ივნ. 2021· გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021
  4. 5 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 22 მარ. 2016
  5. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  6. 14 ივლ. 2011

    20 მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც განმცხადებელს ანიჭებს უფლებას ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე სააგენტოსგან მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

  7. 3 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    20 მუხლში დაემატა 2¹–2⁵ პუნქტები ელექტრონული წარდგენის წესზე, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შემოიფარგლა პასპორტის ასლით, ხოლო დაემატა მე-4–მე-9 პუნქტები არასრულწლოვნის დოკუმენტებზე, თანხმობასა და მატერიალური ფორმით წარდგენის ვადებზე.

  8. 21 ივლ. 2010

    მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სამხედრო ბილეთის ასლის ან შესაბამისი ცნობის წარდგენა დაკავშირებულია 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებთან, ხოლო ცნობის ჩამონათვალში გათავისუფლების ფორმულირება შემოკლებულია.

  9. 22 დეკ. 2009

    მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმულირება შეიცვალა; კანონის ტექსტის მიხედვით ახლა საუბარია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე.

  10. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სამხედრო ბილეთის ასლის გვერდით დაემატა 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, გაწვევისაგან გათავისუფლების ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იმიგრაციის აპელაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის ნებართვა მეუღლისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №23

  • 10 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 21ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა
  • 22ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები
  • 26ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის გასაჩივრება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 15პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები
  • 14¹პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა
  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
  • 10¹ (დანართი 1)საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷³სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 22საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა
  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷³23282122261514¹34172269 (და…10¹ (…20
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026