Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომერციის შესახებმუხლი 16

ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 16. სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023
თემები:საგადასახადო შეღავათიპლატფორმის შესაბამისობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასაავტორო უფლებების დაცვაადამიანის უფლებათა სამართალისაგანმანათლებლო ტექნოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას ახორციელებს სააგენტო.

2.სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) შეისწავლის ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტს, რამაც გამოიწვია ან შესაძლებელია გამოიწვიოს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევა; ბ) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), რომელიც აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად სჭირდება; გ) უფლებამოსილია საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე; დ) იწვევს მხარეს/დაინტერესებულ პირს ახსნა-განმარტების მისაღებად; ე) საჭიროების შემთხვევაში მართავს საკონსულტაციო შეხვედრას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთან, ექსპერტთან ან/და სხვა პირთან; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) საქმის შესწავლის შედეგად მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას; თ) საქმის შესწავლის შედეგად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას ჯარიმას აკისრებს; ი) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა; კ) ახორციელებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს; ლ) აღრიცხავს და აანალიზებს მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; მ) ახორციელებს ღონისძიებებს მომსახურების მიმღების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ნ) მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მომხმარებელთა დაცვის სამართალი23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მამხილებლის დაცვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯანდაცვის სტარტაპის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-29 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁸⁴საქართველოს ადმინი… 21⁹⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 15მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის მექანიზმები
  • 19სააგენტოს გადაწყვეტილება
  • 17სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველი

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 29სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში
  • 28მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 23უფლებამოსილი ორგანო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

კონკურენციის შესახებ

  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

ადვოკატთა შესახებ

  • 4ადვოკატის უფლებები

სოციალური დახმარების შესახებ

  • 17სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
421⁸⁴21⁹⁷11²17188429282315191716
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო შესყიდვების შეს…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023