1.მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.
2.მოსამართლე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
3.შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ეკონომიკური აგენტი/მხარე/დაინტერესებული მხარე, რომელმაც სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს; გ) ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6.ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
7.ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
8.ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
9.სააპელაციო სასამართლო ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.
10.სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII 20 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
