Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონკურენციის შესახებმუხლი 18

კონკურენციის შესახებ

მუხლი 18. სააგენტოს უფლებამოსილებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025
თემები:კინო და ტელევიზიასპორტსმენის წარმომადგენლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის; გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ; დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი; ვ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად; ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ზ 1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე; ზ 2 ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები; თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად; ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში; კ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126); ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია; ლ 1 ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე; ლ 2 ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვა ლისწინებულ კონკურენციას. ო) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.

2.სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; ბ) აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; გ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე; დ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ე) აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება; თ) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით.

3.სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

4.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    18 მუხლის „ლ¹“ ქვეპუნქტში შეთავაზებული ღონისძიების ავტორია კონცენტრაციის მხარე/მხარეები; ამოღებულია სააგენტოს სხვა კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ პუნქტი.

  2. 30 ივნ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  4. 1 ივნ. 2022· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2022
  5. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 21 ივლ. 2020
  6. 28 ივლ. 2020

    მე-2 პუნქტის შესავალში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებთან ერთად დასახელებულია მუნიციპალიტეტის ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად.

  7. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-2 პუნქტის ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და გაფართოვდა სააგენტოს ბერკეტები გაუქმების მოთხოვნით, ზემდგომ ორგანოსთან მიმართვითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით; დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17²შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტალანტების სააგენტოს ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სპორტული აგენტის წარმომადგენლობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 თებ. 2025 · №18

  • 7 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2023
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 32მუხლი 33მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁷²საქართველოს ადმინი… 21⁷⁵საქართველოს ადმინი… 21⁸³მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონკურენციის შესახებ

  • 23სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება
  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
  • 25საქმის მოკვლევის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷³სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ
  • 21⁷⁷ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21⁷⁸ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 74სააგენტოს ანგარიში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷²21⁷⁵21⁸³21⁷³3210337232085414¹1618
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომერციის …დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 თებ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026