საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁸¹. კონცენტრაციის გაუქმების საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

2.მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზედაც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და მათ საქმის მასალებს გადასცემს (უგზავნის). მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3.კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტები უფლებამოსილი არიან მათთვის საქმის მასალების გადაცემიდან (გაგზავნიდან) არაუგვიანეს 10 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.

4.თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; ბ) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5.მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. ამ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების შესახებ ან განკარგულება კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ვადები და განსახორციელებელი ღონისძიებები; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6.თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები გადაეცემა  (ეგზავნება) კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს (მხარეებს) და უფლებამოსილ ორგანოს. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში. 2. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზედაც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და მათ საქმის მასალებს გადასცემს (უგზავნის). მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 3. კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტები უფლებამოსილი არიან მათთვის საქმის მასალების გადაცემიდან (გაგზავნიდან) არაუგვიანეს 10 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები. 4. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; ბ) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. 5. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. ამ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების შესახებ ან განკარგულება კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ვადები და განსახორციელებელი ღონისძიებები; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები გადაეცემა  (ეგზავნება) კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს (მხარეებს) და უფლებამოსილ ორგანოს. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №81 · ძალაშია 21 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 21 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸²21⁸⁰21⁷⁹38267²2056419611¹11²3111921⁸¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა