Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 119

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 119. კონცენტრაცია

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:შერწყმა და შეძენამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityაქტივებით ტრანზაქციებიკონკურენციის აკრძალვის ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კონცენტრაცია, რომლის მონაწილე რეგულირებული საწარმოების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი აქტივების ღირებულება ან წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით) საქართველოს ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, საჭიროებს კომისიისთვის წინასწარ შეტყობინებას. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესები განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.

2.კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე.

3.დაუშვებელია ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე.

4.თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას,ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეგულირებული საწარმო საწინააღმდეგოს დაამტკიცებს. დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი კომისიის სამართლებრივი აქტით დგინდება.

5.იმ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომელთაც ეკისრებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების კომისიისთვის წარდგენის ვალდებულება, აუცილებელია კომისიის მიერ დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო   რეესტრის   ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების  კონცენტრაციის  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

6.ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია ან/და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისათვის წინასწარ წარდგენის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე რეგულირებული საწარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას.

7.კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებულ საწარმოს: ა) მოსთხოვოს კონცენტრაციის გაუქმება შერწყმის, გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით ისე, რომ აღდგეს კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა. თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლების დაგვარად დასაბრუნებლად; ბ) დააკისროს სანქციები ამ კანონის შესაბამისად; გ) მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებული საწარმოს მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი XXX. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონცენტრაცია, რომლის მონაწილე რეგულირებული საწარმოების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი აქტივების ღირებულება ან წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით) საქართველოს ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, საჭიროებს კომისიისთვის წინასწარ შეტყობინებას. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესები განისაზღვრება კომისიის დადგენილებით. 2. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე. 3. დაუშვებელია ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე. 4. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას,ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეგულირებული საწარმო საწინააღმდეგოს დაამტკიცებს. დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი კომისიის სამართლებრივი აქტით დგინდება. 5. იმ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომელთაც ეკისრებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების კომისიისთვის წარდგენის ვალდებულება, აუცილებელია კომისიის მიერ დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო   რეესტრის   ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების  კონცენტრაციის  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. 6. ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია ან/და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისათვის წინასწარ წარდგენის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე რეგულირებული საწარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას. 7. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებულ საწარმოს: ა) მოსთხოვოს კონცენტრაციის გაუქმება შერწყმის, გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით ისე, რომ აღდგეს კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა. თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლების დაგვარად დასაბრუნებლად; ბ) დააკისროს სანქციები ამ კანონის შესაბამისად; გ) მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილე რეგულირებული საწარმოს მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი XXX. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    მე-2 და მე-5 პუნქტებში კომისიის დასკვნა გადაწყვეტილებით შეიცვალა; რეგისტრაცია დამოკიდებულია დადებით გადაწყვეტილებაზე, უარყოფითი გადაწყვეტილება კი რეგისტრაციაზე უარის საფუძველია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 118შემდეგი მუხლი 120

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის კანონის დარღვევა (კარტელური გარიგებები)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის პირობის დარღვევა და აღსრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის შეზღუდვის პირობა (NCA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 117კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზარზე
  • 150ინფორმაციის წარდგენა
  • 154სანქციის დაკისრება

კონკურენციის შესახებ

  • 11²კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება
  • 11¹კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება
  • 11კონცენტრაცია

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 7რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები
  • 5რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო
  • 16საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 25ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷⁹მოსამართლის გადაწყვეტილება თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷⁹252811²11¹111171501547516119
მნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ფინანსურ კონგლომერატში…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026