კონკურენციის შესახებ

მუხლი 11¹. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2.კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

3.სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც შეიტანება სააგენტოს ბიუჯეტში.

4.სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.

5.თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვას იწყებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა განიხილოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ; ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა.

7.სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება განიხილოს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.

10.სააგენტოს უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ახალი ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.

11.ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.

12.სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.

13.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

14.სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 25 მაი. 2012 – 31 მარ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    11¹ მუხლში შეტყობინების ზღვარი ახლა დაკავშირებულია მხარეთა ერთობლივ შემოსავალთან, სააგენტოს წინასწარი შემოწმების ვადაა 10 სამუშაო დღე, ხოლო მე-12 და მე-13 პუნქტებში ადრესატია კონცენტრაციის მხარე/მხარეები.

  2. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020

    11¹ მუხლში დაემატა კონცენტრაციის შეტყობინების სრული პროცედურა: ბრუნვის ზღვარი, 5 000 ლარის საფასური, განხილვის ვადები, დადებითი პასუხის წესი, კონცენტრაციის განხორციელების აკრძალვა და ჯარიმის შემდეგ შეტყობინების წარდგენის ვადა.

  3. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    შემოღებულია კონცენტრაციის შესახებ სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ზღვრული ოდენობის გადაჭარბებისას, განხილვის 1-თვიანი ვადით და დუმილის დადებით პასუხად ჩათვლით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸¹4711²313349 (და…3611932181911¹
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…კონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა