კონკურენციის შესახებ

მუხლი 11². კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში სააგენტოსთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ: ა) კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან; ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა; გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება.

2.თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე ეკონომიკის ერთი რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტია, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ეკონომიკის აღნიშნული რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, ამ მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით.

3.ამ მუხლის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7167  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი II 1 . არაკეთილსინდისიერი კონკურენცია საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 25 მაი. 2012 – 31 მარ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    11² მუხლის პირველ პუნქტში ფორმულირება შეიცვალა: შეტყობინების წარდგენის ვალდებულება „არ წარმოიშობა“, ხოლო „ა“ ქვეპუნქტი ამბობს, რომ კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია.

  2. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  3. · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020

    11² მუხლში ძველი ტექსტი ახლებურად ჩამოყალიბდა, ა) ქვეპუნქტში გადახდისუუნარობის კანონი შეიცვალა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ კანონით, ხოლო II¹ თავის სათაური ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    დადგენილია შეტყობინების ვალდებულების არმქონე ხუთი შემთხვევა (ა-ე), მათ შორის გადახდისუუნარობა, დროებითი კონტროლი სესხის უზრუნველსაყოფად და ფინანსური ინსტიტუტის დროებითი შეძენა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸¹21⁷⁹21⁸⁰47⁸11¹311124 (დ…24 (დ…161119711²
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…კონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა